თავში

ვაქცინირებულ ადამიანებში გულის დაავადების რისკი მხოლოდ 40 წლამდე შეინიშნება

​ვაქცინირებულ ადამიანებში გულის დაავადების რისკი მხოლოდ 40 წ
ვაქცინირებულ ადამიანებში გულის დაავადების რისკი მხოლოდ 40 წლამდე შეინიშნება

მეცნიერები ამბობენ, რომ COVID-19 გულის დაავადებას უფრო მეტად იწვევს, ვიდრე ნებისმიერი ვაქცინა. Report.ge-ს ცნობით, კვლევა ჟურნალში Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 38 მილიონი ვაქცინირებული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მათ შეადარეს მიოკარდიტის, პერიკარდიტისა და არითმიის რისკი, მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს, Pfizer-BioNTech-სა და Moderna-ს პრეპარატებით ჩაუტარდათ. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებებით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადები გაცილებით მეტია.

"ვაქცინის პირველი ან მეორე დოზით ვაქცინირებულ 1 მილიონ ადამიანში ჩვენ მიოკარდიტის 1-დან 10-მდე შემთხვევა აღმოვაჩინეთ. მაგრამ 40-ზე მეტი შემთხვევა იყო 1 მილიონ ადამიანში, რომლებიც COVID-19-სგან გამოჯანმრთელდნენ", - განაცხადა კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის პროფესორმა ჯულია გიფსლი-კოსმა.

მან ასევე დასძინა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მხოლოდ 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხება.

"ეს დაკვირვება ახალი არ არის. ჩვენ ამის შესახებ უკვე ვიცოდით. მაგრამ ეს სერიოზული სამეცნიერო კვლევა ადასტურებს და ამტკიცებს ამ ინფორმაციას“, - განუცხადა ჟურნალისტებს მეცნიერმა პიტერ ინგგლიშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system