თავში

ვაქცინირებული ადამიანები პირბადეებს ღია სივრცეში აღარ გაიკეთებენ

ვაქცინირებული ადამიანები პირბადეებს ღია სივრცეში აღარ გაიკეთებენ
ვაქცინირებული ადამიანები პირბადეებს ღია სივრცეში აღარ გაიკეთებენ

აშშ-ის მოქალაქეები, ვინც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა, აღარ იქნებიან ვალდებულნი, ღია სივრცეში აქტიურ დასვენების, სეირნობისა და ლაშქრობის დროს პირბადე ატარონ. ამასთან, ჯერჯერობით ნარჩუნდება შეზღუდვა, რომელიც პირბადის ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ უწყების ახალი რეკომენდაციები მას შემდეგ გამოვიდა, რას ქვეყანაში ზრდასრული ადამიანების ნახევარზე მეტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მიიღო.

”ამ ახალი სახელმძღვანელო პრინციპების გამოცემა პირველი ნაბიჯია, რომელიც ვაქცინირებულ ამერიკელებს ეხმარება, დაუბრუნდნენ აქტივობებს, რომლებიც მათ პანდემიის გამო შეწყვიტეს, რადგან ვირუსის სხვაზე გადასვლის პოტენციური რისკი გაითვალისწინეს”, - განაცხადეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

პირბადის ტარება, ექსპერტების აზრით, ვირუსის გადაცემის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. COVID-19 გადაცემის უმეტესობა შენობაში ხდება, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი იზრდება. ღია სივრცეებში პირბადის მოხსნის შესაძლებლობას აშშ-ის ხელისუფლება უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავდა, რადგან ამერიკელები იმედოვნებენ, რომ ვაქცინაციის სარგებელს სრულად მიიღებენ.

გასული კვირის განმავლობაში, COVID-19 ახალი შემთხვევების რიცხვი აშშ-ში 16%-ით შემცირდა, რადგან 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქინაციის სულ მცირე ერთი დოზა მიიღო. ქვეყანაში ამჟამად სამი ვაქცინაა ნებადართული - Pfizer/BioNTech, Moderna, ან Johnson & Johnson.

დღევანდელი მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში კორონავირუსის 230,768,454 აცრა გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system