თავში

ვაშინგტონი ერაყისთვის კიდევ ერთ პასუხს ამზადებს

​ვაშინგტონი ერაყისთვის კიდევ ერთ პასუხს ამზადებს
ვაშინგტონი ერაყისთვის კიდევ ერთ პასუხს ამზადებს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ერაყს 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუკი ქვეყნის მთავრობა ამერიკული ჯარების გაყვანის მოთხოვნას ისევ მხარს დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს. ის აღნიშნავს, რომ კონგრესმა დახმარება წინასწარ უკვე დაამტკიცა.

გამოცემამ მოიპოვა მიმოწერა, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას განიხილავს.

The Wall Street Journal წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო ასევე აპირებს, მიმართოს თეთრი სახლის ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო განყოფილებას, რომ 2021 წლის ფისკალური წლისთვის ერაყში 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გაწევის თაობაზე მოთხოვნა გაუქმდეს.

ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის შიიტთა ლიდერი, მუქთადა ალ-სადრი მოსახლეობას ამერიკული ჯარების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგ „მილიონიანი მარშის“ გამართვისკენ მოუწოდებს,

„ერაყის ცა, მიწა და სუვერენიტეტი ყოველ დღე ირღვევა საოკუპაციო ძალების მიერ“, - განაცხადა სადრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system