თავში

ვატიკანში "ჭკვიანი კრიალოსანი“ წარადგინეს

ვატიკანში "ჭკვიანი კრიალოსანი“ წარადგინეს
ვატიკანში ჭკვიანი კრიალოსანი“ წარადგინეს

ვატიკანში ინოვაციური, ელექტრონული კრიალოსანი „Click to Pray“ წარადგინეს. ინიციატივის მიზანი ეკლესიაში მეტი ახალგაზრდის მოზიდვაა.

მოწყობილობა დეკორატიულ სამაჯურს ჰგავს. ის ათი კრიალოსნისგან შედგება. მათ დასამზადებლად ჰემატიტი და შავი აქატი გამოიყენეს. შუაში სამაჯურს ჯვარი აქვს, რომელშიც ჩიპია დამონტაჟებული. აქ ლოცვების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ინახება.

„ჭკვიანი კრიალოსანი“ Bluetooth-ით პროგრამა Click to Pray.ERosary-ს უკავშირდება, რომელიც iOS-სა და Android-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. აპლიკაცია აუდიოგზამკვლევს, სურათებს, პერსონალიზებულ სალოცავ კონტენტს და სხვა ინფორმაციას შეიცავს. სისტემა მაშინ აქტიურდება, როდესაც მომხმარებელი პირჯვარს იწერს. სწორედ ამ დროს სმარტფონის ან პლანშეტის ეკრანზე ლოცვის ტექსტი ჩნდება.

„ჭკვიანი კრიალოსანი“ ონლაინ-მაღაზიებში გაყიდვაში უკვე გამოჩნდა. მისი ფასი 99 ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system