თავში

ვებსტერის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

​ვებსტერის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა
ვებსტერის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა

Merriam-Webster-ის ლექსიკონით, რომელიც ინგლისურენოვანი სიტყვების განმარტების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოყენებადი ლექსიკონია ონლაინსივრცეში, 2021 წლის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სიტყვა განისაზღვრა. გასაკვირი არავისთვის იქნება ის სიტყვა, რომლის მნიშვნელობასაც, ამ ერთ წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიო ინტერნეტში ყველაზე ბევრჯერ ეძებდა. ეს არის სიტყვა "ვაქცინა". ინფორმაციას ლექსიკონის პრესსამსახური ავრცელებს.

”სიტყვა "ვაქცინის" ძიების მაჩვენებლები, რომელიც უკვე ძალიან მაღალი იყო მთელი წლის განმავლობაში, აგვისტოში კიდევ 535%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც პრესამ ვაქცინების განხილვა დაიწყო და მისი ფართო გამოყენება მთელს მსოფლიოში გაჩაღდა”, - ნათქვამია პრესრელიზში.

აღნიშნულია, რომ 2021 წელს სიტყვა „ვაქცინა“ გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მედიცინის ტერმინი. ბევრისთვის ეს სიტყვა ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების სიმბოლოა, როგორც ეს კოროვირუსის პანდემიამდე იყო.

"სიტყვა "ვაქცინა" ასევე გამოიყენებოდა დებატების დროს პირადი არჩევანის, პოლიტიკური კუთვნილების, სკოლის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის უთანასწორობის და სხვათა შესახებ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ცნობისთვის, Merriam-Webster-ის ლექსიკონმა 2020 წლის სიტყვად "პანდემია" დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system