თავში

ვეიპინგი სიცოცხლისთვის საშიშია

ვეიპინგი სიცოცხლისთვის საშიშია
ვეიპინგი სიცოცხლისთვის საშიშია

ამერიკის სამედიცინო ასოციაცია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ვეიპინგი სიცოცხლისთვის საშიშია.

ორგანიზაციის მტკიცებით, აშშ-ში ფილტვების დაავადებების რიცხვი იზრდება, რომელთა გამომწვევი მიზეზი ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაა.

ასოციაცია მომხმარებლებს მოუწოდებს მოსახლეობას, ამგვარ სიგარეტებზე უარი თქვან.

„ქვეყანაში ფილტვების დაავადებების გავრცელებამ, რომელიც ელექტრონულ სიგარეტებს უკავშირდება, გვარწმუნებს, რომ ელექტრონული სიგარეტებისა და ვეიპინგის გამოყენებამ ეპიდემიის მასშტაბი შეიძინა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათი თქმით, პაციენტები, რომლებიც სასუნთქი გზების პრობლემებს, გულ-მკერდის არეში ტკივილს და ძლიერ ხველას განიცდიან, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system