თავში

ველურ ბუნებაში ყოველი მესამე ხე გადაშენების საფრთხის წინაშეა

ველურ ბუნებაში ყოველი მესამე ხე გადაშენების საფრთხის წინაშეა
ველურ ბუნებაში ყოველი მესამე ხე გადაშენების საფრთხის წინაშეა

მსოფლიოში ხეების 30 პროცენტზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება, - ამის შესახებ "საერთაშორისო ბოტანიკური ბაღების დაცვის“ ანგარიშშია აღნიშნული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მისი ავტორების განცხადებით, სხვა ხეებთან ერთად, საფრთხე მუხებს, მაგნოლიებს და ტროპიკულ ხეებს ემუქრება.

ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ტყეების გაჩეხვა, ჭრა და კლიმატის ცვლილება, ამიტომ ექსპერტები და კონსერვაციის ჯგუფები სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ.

მათი თქმით, ველური ბუნებიდან ხეების დაახლოებით 142 სახეობა უკვე გაქრა, 442 კი გადაშენების პირასაა, რადგან თითოეული მათგანის 50-ზე ნაკლები ხეა დარჩენილი.

მეცნიერების თქმით, ბოლო 300 წლის განმავლობაში, გლობალური ტყის ფართობი დაახლოებით 40 პროცენტით შემცირდა და 29 ქვეყანამ ტყის საფარის 90 პროცენტზე მეტი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system