თავში

ვენესუელის ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

​ვენესუელის ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა
ვენესუელის ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სააგენტო EFE ავრცელებს.

ვენესუელის ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ხელისუფლებამ 16 ოქტომბერს შეწყვიტა მას შემდეგ, რაც კაბო ვერდედან ვენესუელის მთავრობის რწმუნებულის, აშშ-ში დიპლომატიური სტატუსის მქონე ალექს სააბის ექსტრადიცია მოხდა. სააბი ვენესუელის მთავრობას ეხმარებოდა, საჭირო საქონელი, აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მიეღო.

„მე ვადასტურებ გაერთიანებული პლატფორმის (ოპოზიციის) მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განაახლოს ყოვლისმომცველი შეთანხმების შესაძლებლობა, რომელიც კონსტიტუციის მეშვეობით უზრუნველყოფს გარანტიებს ყველასთვის, ვისაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს", განაცხადა გუაიდომ.

მისი აზრით, მექსიკაში გამართულ მოლაპარაკებებზე ძალიან მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ვენესუელელებს „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე“ მიიყვანს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის ხელისუფლებას მექსიკაში მოლაპარაკებების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ვენესუელის ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების განახლებისთვის პირობები წამოაყენა - სააბის გათავისუფლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system