თავში

ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა - VIDEO

​ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა
ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანი დაიტბორა - VIDEO

ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანი ზაფხულის პერიოდისთვის არადამახასიათებელი "მაღალი წყლით" დაიფარა. შედეგად რამდენიმე ადგილას წლის დონემ 1 მეტრით აიწია. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

დღეს ღამე ტურისტები ქალაქის ცენტრალურ ადგილას თითქმის მუხლამდე წყალში გადაადგილდებოდნენ.

როგორც წესი, "მაღალი წყალი" ("acqua alta") ვენეციაში შემოდგომასა და ზამთარში ფიქსირდება. 2019 წლის ნოემბერში წყალდიდობამ ქალაქი მილიონობით ევროთი დააზარალა.

მეცნიერების თქმით, წყალდიდობა ვენეციაში კლიმატური ფაქტორების გამო ხდება. პირველ რიგში, ეს ზღვის გლობალური დონის აწევას უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system