თავში

ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება, არავითარი მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება - აბასი

ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება, არავითარი მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება - აბასი
ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება, არავითარი მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება - აბასი

პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის განცხადებით, არავითარი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ იქნება, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისუფლდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Malaysian Insight იუწყება.

აბასმა აღნიშნა, რომ პალესტინელები საკუთარ ქვეყანას არასდროს დატოვებენ და ისრაელის ოკუპაციას დაასრულებენ.

"იერუსალიმი არის წითელი ხაზი, იერუსალიმი არის პალესტინის გული. მე სიტყვით მივმართავ კონკრეტულად ამერიკასა და ისრაელს, ჩვენ ყელში ამოგვივიდა, წადით ჩვენგან, დაგვტოვეთ. ჩვენს ქვეყანას არასდროს დავტოვებთ. დღეს და არა ხვალ დავასრულებთ თქვენს ოკუპაციას. ჩვენ აღარ გავიმეორებთ იმას, რაც მოხდა 1948 წელს და არც იმას, რაც მოხდა 1967 წელს მოხდა", - განაცხდა მაჰმუდ აბასმა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა იერუსალიმში ძალადობა განიხილეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ძალადობის შედეგად გარდაცვლილების გამო მწუხარება გამოთქვა. მან დაგმო სარაკეტო თავდასხმები და ხაზი გაუსვა დაძაბულობის დეესკალაციისა და ამჟამინდელი ძალადობის დასრულების საჭიროებას.

ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ პალესტინელები და ისრაელელები იმსახურებენ თავისუფლების, ღირსების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თანაბარ ზომებს.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system