
ვიეტნამში ორი წლის წინ პოლიციის განყოფილების აფეთქების ფაქტზე 20 ადამიანს ორიდან 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
სასამართლომ 17 ადამიანი ტერორიზმში, 3 კი ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების საყიდლად ფული დევნილობაში მყოფი ორგანიზაციისგან "Trieu Dai Viet" აიღეს.
პოლიციის განყოფილებაში ორი ბომბი აფეთქდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.