თავში

ვინ ჩაქოლა 24 წლის გოგო - მამამ თუ ქმარმა?

ვინ ჩაქოლა 24 წლის გოგო - მამამ თუ ქმარმა?
ვინ ჩაქოლა 24 წლის გოგო - მამამ თუ ქმარმა?

პაკისტანში 24 წლის გოგო სასტიკად მოკლეს. ადგილობრივმა პოლიციამ გზის მახლობლად ქალის დასახიჩრებული სხეული იპოვა, რომელსაც სასტიკად მოპყრობის კვალი ემჩნეოდა. ქვების გარდა, მას რამდენჯერმე ჯოხიც ურტყეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოკლა ქალი, რადგან გარდაცვლილის მამამ თავდაპირველად ჩვენებაში შვილის სიკვდილი უბედურ შემთხვევას დააბრალა, თუმცა მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და აღიარა, რომ ის ქმარმა და მისმა ძმამ მოკლეს. ორივე დაკავებულია.

ამასთან, გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ გოგონა სინამდვილეში მისმა ოჯახის წევრმა მოკლა, რადგან მის არჩევანს (მას გაჰყოლოდა ცოლად), არ იზიარებდნენ.

 აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ რეალური მკვლელის და მოტივის დადგენას შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system