თავში

Virgin Galactic-ს სუბორბიტალური ფრენების გაგრძელების უფლება მისცეს

Virgin Galactic-ს სუბორბიტალური ფრენების გაგრძელების უფლება მისცეს
Virgin Galactic-ს სუბორბიტალური ფრენების გაგრძელების უფლება მისცეს

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) დაასრულა გამოძიება Virgin Galactic's სარაკეტო საფრენი აპარატის Unity სუბორბიტალური ფრენის შესახებ და კოსმოსური ფრენების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაცია ამის შესახებ კორპორაციამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

განხილვის შემდეგ, მარეგულირებელი და Virgin Galactic შეთანხმდნენ, რომ მომავალი გაშვების დროს დაცული საჰაერო სივრცე გაფართოვდება, ასევე რეალურ დროში ფრენის შეტყობინებების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები იქნება მიღებული.

FAA–მ გამოძიება 11 აგვისტოს დაიწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ Unity-მ კურსს გადაუხვია და ივლისში განხორციელებული ფრენის დროს განსაზღვრულ საჰაერო დერეფანს გაცდა. მარეგულირებელმა შეამოწმა, უქმნის თუ არა ამგვარი ინციდენტები საფრთხეს საზოგადოების უსაფრთხოებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system