თავში

ვირუსის ლაბორატორიდან გაჟონვის ვერსია გამორიცხული ვერ იქნება - მეცნიერები

​ვირუსის ლაბორატორიდან
ვირუსის ლაბორატორიდან გაჟონვის ვერსია გამორიცხული ვერ იქნება - მეცნიერები

კორონავირუსის წარმოშობა ამ დრომდე დადგენილი არ არის და მისი ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვიდრე საფუძვლიანი გამოძების საფუძველზე საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. ამ განცხადებას მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ჯგუფი აკეთებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კორონავირუსი, რომელიც 2019 წელს ჩინეთში გაჩნდა და 3,34 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოს ტრილიონობით ზარალი განაცდევინა და ადამიანების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. წერილს 18 მეცნიერი აწერს ხელს, მათ სორის კემბრიჯისა და სტეფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგების ჯესი ბლუმისა და რავინდრა გუპტას განცხადებით, რომელთაც ვირუსის ევოლუცია შეისწავლეს, პანდემიის წარმოშობის დასადგენად დამატებითი კვლევები აუცილებელია.მათი თქმით, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია. 

ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვუჰანში საგამოძიებო კვლევა ჩაატარა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ვირუსის ლაბორატორიდან გავრცელების ფაქტები არ დასტურდება, თუმცა საკითხს შემდგომში დამატებითი კვლევა სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system