თავში

ვირუსოლოგები ვუჰანში კორონავირუსის ოფიციალურ გამოვლენამდე დაავადდნენ

ვირუსოლოგები ვუჰანში კორონავირუსის ოფიციალურ გამოვლენამდე დაავადდნენ
ვირუსოლოგები ვუჰანში კორონავირუსის ოფიციალურ გამოვლენამდე დაავადდნენ

ჩინეთში, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი სამი თანამშრომელი კორონავორუსით 2019 წლის ნოემბერში, ახალ ინფექციაზე პირველი ცნობების გაჩენამდე დაავადდა. ინფორმაციას Wall Street Journal დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ცნობით, დაინფიცირებულმა მეცნიერებმა საავადმყოფოს მიმართეს.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ სხვა და სხვა წყაროდან მივიღეთ, ძალიან მკაფიო და ზუსტი იყო. ერთადერთი, რის შესახებაც არ იყო არანაირი ინფორმაცია, მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები დაავადდნენ", ნათქვამია დაზვერვის მასალებში.

გამოცემის თანახმად, დაზვერვის მასალები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს კორონავირუსის ჩინეთის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიის გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system