თავში

ვირუსოლოგებმა "ომიკრონის" სამი ატიპიური სიმპტომი დაასახელეს

​ვირუსოლოგებმა "ომიკრონის" სამი ატიპიური სიმპტომი დაასახელეს
ვირუსოლოგებმა ომიკრონის სამი ატიპიური სიმპტომი დაასახელეს

ამერიკელმა ვირუსოლოგებმა დაასახელეს სამი ატიპიური სიმპტომი, რომელიც კორონავირუსის ახალ შტმას, "ომიკრონს" სხვებისგან განასხვავებს.

მათი თქმით, ამ შტამს მრავალი "საინტერესო" სიმპტომი აქვს, რომელიც მას COVID-19-ის სხვა მუტაციებისგან განასხვავებს.

ატიპიურ ნიშნებს შორის ხშირი ცემინება, ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენია. მეცნიერების თქმით, ეს სიმპტომები ვუჰანური ვარიანტისთვის დამახასიათებელი არ იყო.

ვირუსოლოგების თქმით, "ომიკრონის" სიმპტომების უმეტესობა, სხვა ვარიანტებთან, შედარებით უფრო მსუბუქია. ამასთან, სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი შტამის შესახებ მონაცემები აფრიკელი ექიმის დაკვირვებიდან არის აღებული და საჭიროა სხვა ქვეყნებიდან ინფორმაციის მიღება.

"უნდა დაველოდოთ იმ ფაქტს, რომ ამ ვარიანტმა, შესაძლოა, "დელტა" ჩაანაცვლოს“, - ვარაუდობენ ვირუსოლოგები და დასძენენ, რომ უმეტეს რეგისტრირებულ შემთხვევაში, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გავლილი არ ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system