თავში

ვისაც COVID-19-ის არ სჯერა, უფრო ხშირად ინფიცირდება - კვლევა

​ვისაც COVID-19-ის არ სჯერა, უფრო ხშირად ინფიცირდება - კვლევა
ვისაც COVID-19-ის არ სჯერა, უფრო ხშირად ინფიცირდება - კვლევა

ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19 შეთქმულების თეორიების მომხრეები კორონავირუსით უფრო ხშირად ინფიცირდებიან. კვლევის შედეგები მათ ჟურნალში Psychological Medicine გამოაქვეყნეს.

მკვლევარებმა 2020 წლის აპრილში 5,745 ჰოლანდიელი გამოჰკითხეს, რათა გაერკვიათ, ვის რამდენად სწამს COVID-19–თან დაკავშირებული სხვადასხვა შეთქმულების თეორიის. კერძოდ, მათ ჰკითხეს, განიხილავდნენ თუ არა რესპონდენტები COVID-19 ბიოლოგიურ იარაღად, რომელმაც მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი უნდა გადაფაროს ან შეთქმულებად მოქალაქეთა უფლებების ჩამორთმევის მიზნით.

2020 წლის დეკემბერში მეცნიერებმა მონაწილეებს დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, იცავდნენ თუ არა ისინი პანდემიის დროს უსაფრთხოების წესებს, როგორი ცხოვრების წესს ეწეოდნენ, ჩააბარეს თუ არა ტესტები კორონავირუსზე და როგორი იყო შედეგი. აღმოჩნდა, რომ შეთქმულების თეორიის მხარდამჭერები COVID-19-ით უფრო მეტად ინფიცირდებოდნენ. მკვლევარები განმარტავენ, რომ ასეთ ადამიანებს SARS-CoV-2-ის საშიშროების ნაკლებად სჯეროდათ და, შესაბამისად, უგულებელყოფილი იყო დამცავი ზომები, . ამან კი მათი ინფიცირების რისკი გაზარდა.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები უფრო ხშირად იღებდნენ სტუმრების დიდ რაოდენობას, სტუმრობდნენ ბარებსა და რესტორნებს და, ზოგადად, უფრო აქტიური კონტაქტი ჰქონდათ სხვა ადამიანებთან. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად კარგავდნენ სამუშაოს და აწყდებოდნენ სოციალურ უარყოფას, რაც, სავარაუდოდ, მათი აზრების გამო ხდებოდა.

მეცნიერების თქმით, შეთქმულების თეორიების რწმენა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის ნორმების დაუცველობა, რაც ინფექციის არსებობის უნდობლობასთან არის დაკავშირებული, ინფიცირების რისკს ზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system