თავში

ვუჰანში კორონავირუსის 195 განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა

ვუჰანში კორონავირუსის 195 განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა
ვუჰანში კორონავირუსის 195 განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების 195 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულმა და კლინიკიდან გაწერილმა პაციენტებმა, სიმპტომების განმეორების შემდეგ,  საავადმყოფოს მიმართეს და მათ ისევ  2019-nCoV დაუდგინდათ. მის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

09:33

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77150-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 150 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 24734 ადამიანმა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები 32 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშია დადასტურებული.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 2009 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში 10 ქალაქი ჩაკეტეს. ეს ზომები იტალიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისათვის იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.

იტალიის ქალაქ ბერგამოში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შედეგად იტალიაში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system