თავში

ვულკანის აქტიურობის გამო იტალიის კუნძულიდან მოსახლეობის მესამედი გაიყვანეს

​ვულკანის აქტიურობის გამო იტალიის კუნძულიდან მოსახლეობ
ვულკანის აქტიურობის გამო იტალიის კუნძულიდან მოსახლეობის მესამედი გაიყვანეს
© Roberto La Rosa/Alamy

ჩრდილოეთ სიცილიაში მდებარე კუნძულ ვულკანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვულკანური აქტივობის მატებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 150 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში (INGV) მძიმე აირების რაოდენობის მატება დაადასტურეს, რომელიც ჰაერში ჟანგბადის დონეს ამცირებს და სუნთქვას ართულებს, რასაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

"მიღებული მონაცემები აირების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა კუნძულის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მარკო ჯორჯიანიმ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ „წითელი ზონა“ შექმნა, სადაც აირების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება და მოსახლეობას 23:00-დან 6:00 საათამდე გადაადგილება შეუზღუდა. შემდეგი თვის განმავლობაში კუნძულზე შესვლა ტურისტებსაც აეკრძალება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system