თავში

ვულკანის ამოფრქვევამ ტონგაში, სავარაუდოდ, ადგილობრივი თევზი მოწამლა

​ვულკანის ამოფრქვევამ ტონგაში, სავარაუდოდ, ადგილობრივი თევზი მოწამლა
ვულკანის ამოფრქვევამ ტონგაში, სავარაუდოდ, ადგილობრივი თევზი მოწამლა

ტონგას მეთევზეები გააფრთხილეს, რომ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, შესაძლოა, თევზი შხამიანი იყო. ინფორმაციას რადიოსადგური RNZ Pacific ავრცელებს.

მისი ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას აცნობა, რომ ვულკანური კუნძულის, ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაის გარშემო ზღვის წყალი ტოქსიკური ვულკანური ემისიებით არის დაბინძურებული. მეთევზეები კი ცალკე გააფრთხილეს, რომ თევზი, შესაძლოა, მოწამლულიყო.

"ზღვის წყლის გაუფერულება ვულკანური ფლუიდების (ორთქლი, ქიმიური ელემენტების შემცველი კონდენსატები) მნიშვნელოვან გამოყოფაზე და მის დაბინძურებაზე მიუთითებს. დიდი ალბათობით, ამ წყლებში თევზი მოწამლულია. ისინი საკვებად არ გამოდგება", - განაცხადეს ტონგას გეოლოგიურ სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ჰუნგა-ტონგა-ჰუნგა-ჰააპაის ვულკანის აქტივობის პიკი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. მაშინ ფერფლი და მტვერი ატმოსფეროში 3-16 კილომეტრის სიმაღლეზე ამოვარდა. ამის შემდეგ მისმა აქტიურობამ შემცირება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system