თავში

WhatsApp თავის მომხმარებელს აფრხილებს

WhatsApp თავის მომხმარებელს აფრხილებს
WhatsApp თავის მომხმარებელს აფრხილებს

WhatsApp-ის მომხმარებლებმა დღეიდან ახალი პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შეტყობინებების მიღება დაიწყეს.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თუ ისინი უარს იტყვიან პირობების მიღებაზე, მომხმარებლის ანგარიში შეინახება, მაგრამ მესინჯერის სრული ფუნქციონირება ხელმისაწვდომი არ იქნება.

"მოკლე დროში თქვენ შეძლებთ ზარებისა და შეტყობინებების მიღებას, მაგრამ ვერ შეძლებთ შეტყობინებების წაკითხვას და გაგზავნას", - ნათქვამია გაფრთხილებაში.

აპლიკაციამ განაახლა მომხმარებლის შეთანხმება და შეიტანა მასში პუნქტი პირადი ინფორმაციის Facebook-ზე გადაცემის შესახებ. ამასთან, კომპანიამ დაარწმუნა თავისი მომხმარებელი, რომ პირადი საუბრები დაცული იქნება და ვერც WhatsApp და, ვერც Facebook პირად შეტყობინებებს ვერ ნახავენ. 

შეგახსენებთ, რომ ადრე აპლიკაციის ყველა მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია კონფიდენციალურობის ახალი პირობების შესახებ. რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ მომხმარებელი დაეთანხმება ახალ წესებს, სოციალური ქსელი მიიღებს ინფორმაციას ტელეფონის ნომრების, ოპერაციების და მომხმარებელთა IP მისამართების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system