თავში

Wizz Air-ი ლონდონიდან რუსეთში რეისებს ხსნის

​Wizz Air-ი ლონდონიდან რუსეთში რეისებს ხსნის
Wizz Air-ი ლონდონიდან რუსეთში რეისებს ხსნის

კომპანია Wizz Air UK, რომელიც ლონდონში ლუტონის აეროპორტში ბაზირებს, ლონდონიდან რუსეთში პირდაპირი რეისების დანიშვნას, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით გეგმავს. მოსკოვის ფრენები 15 აგვისტოდან შესრულდება, შემდეგ კი პეტერბურგის რეისების გახსნა იგეგმება.

კომპანია Wizz Air UK ფრენებს უნგრული Wizz Air-ის სახელით ახორციელებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizz Air, რომელსაც სექტემბრიდან საქართველოში ფრენები უნდა განეხორციელებინა, ავიამიმოსვლას გაურკვეველი ვადით აუქმებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის თარიღი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით კვლავ 31 აგვისტოა, ხოლო Wizz Air-ს ბილეთების გაყიდვა დაწყებული უკვე ჰქონდა, 13 აგვისტოს, მოულოდნელად, რეისების უვადოდ გადადების შესახებ გახდა ცნობილი.

Wizz Air-ის მიერ ფრენების აღდგენის გადადების მიზეზები არ კონკრეტდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system