თავში

YouGov: შოტლანდიელთა უმეტესობა დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

YouGov: შოტლანდიელთა უმეტესობა დამოუკიდებლობას უჭერს მხარს
YouGov: შოტლანდიელთა უმეტესობა დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

შოტლანდიაში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 53% დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. გამოკითხვა გაზეთმა Times-მა, მარკეტინგული კვლევისა და ანალიზის ბრიტანული საერთაშორისო ინტერნეტკომპანია YouGov -ის დახმარებით ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters აქვეყნებს.

კვლევები აჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი იზრდება, რამაც, შესაძლოა, დამოუკიდებლობაზე ხელახალი რეფერენდუმის მოთხოვნაზე მოწოდებები კიდევ უფრო გააძლიეროს. 2014 წლის რეფერენდუმზე შოტლანდიელების უმეტესობამ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

შოტლანდიელები მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ, კორონაპანდემიასთან ბრძოლის საქმეში ოფიციალურ ლონდონთან შედარებით ბევრად უკეთესად გაართვა თავი და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარება.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია, რომელიც ქვეყნის ავტონომიურ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, ამტკიცებს, რომ მათ ახალი რეფერენდუმის ჩატარების უფლება აქვთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, 2014 წლის რეფერენდუმის შედეგები გადამწყვეტია და მათ პატივი უნდა სცენ ამ შედეგებს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system