თავში

Youtube გლობალური დათბობის უარმყოფი ანგარიშების დემონეტიზაციას მოახდენს

Youtube გლობალური დათბობის უარმყოფი ანგარიშების დემონეტიზაციას
Youtube გლობალური დათბობის უარმყოფი ანგარიშების დემონეტიზაციას მოახდენს

Google აცხადებს, რომ იმ სარეკლამო დამკვეთებისა და Youtube პლატფორმაზე კონკრეტული კონტენტის შემქმნელების ანგარიშების დემონეტიზაციას განახორციელებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უარყოფენ.

Youtube-ზე კონტენტის შემქმნელთათვის მონეტიზაციის ახალი პოლიტიკა, მიმართულია კლიმატის ცვლილებების შესახებ დამკვიდრებული მეცნიერული შეხედულების დასაცავად.  

მონეტიზაცია შეუწყდებათ ისეთი მასალების მქონე ანგარიშებს, რომელიც კლიმატის ცვლილებას სიცრუეს უწოდებს და გლობალურ დათბობაში ადამიანის მონაწილეობას უარყოფს.

კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე ორგანიზაციები Youtube-ს დიდი ხანია ადანაშაულებდნენ, რომ მათ პლატფორმას გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლთა დასაცინად და დისკრედიტაციისათვის აქტიურად იყენებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system