თავში

ზაფხულში სამოგზაუროდ, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ - CNN

ზაფხულში სამოგზაუროდ, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის პასპორტი დაგჭ
ზაფხულში სამოგზაუროდ, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის პასპორტი დაგჭირდეთ - CNN

2021 წელს სამოგზაუროდ შესაძლოა, COVID-19–ის "ვაქცინაციის პასპორტი" დაგჭირდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლიდან არაერთი ავიაკომპანია გეგმავს კორონავირუსის ვაქცინაციის ცნობის წარდგენა სავალდებულო გახადოს.

გამოცემის ცნობით, "ვაქცინის  პასპორტი" ტურისტებისათვის იმ სამგზავრო კარებს გახსნის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. 

სეიშელის კუნძულების, კვიპროსისა და რუმინეთის ხელისუფლებამ უკვე გააუქმა საკარანტინო მოთხოვნები იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

ისლანდია და უნგრეთი კარანტინს აუქმებენ იმ პირებისათვის, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

IBM და სხვა მრავალი კომპანია სპეციალური აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საკუთარი კოვიდ-ტესტებისა და ვაქცინაციის დეტალების შესახებ ინფორმაციის შენახვა მობილურში შეეძლებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system