თავში

ზაკ ეფრონი ახალ ფილმში "მწველი მზერა" ითამაშებს

ზაკ ეფრონი ახალ ფილმში "მწველი მზერა" ითამაშებს
ზაკ ეფრონი ახალ ფილმში მწველი მზერა ითამაშებს

ამერიკელი მსახიობი ზაკ ეფრონი სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებულ ახალი ფილმში "მწველი მზერა" ითამაშებს. პროექტში კინოსტუდიები Universal Pictures  და Blumhouse Productions მონაწილეობს.

ფილმის რეჟისორი - ქით ტომასი, სცენარის ავტორი - სკოტ თიმი, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი კი მართა დე ლორენტი იქნება.

ახალ ფილმში "მწველი მზერა" მოქმედება შემდეგნაირად ვითარდება: 8 წლის გოგონა ჩარლი მაკგი, რომელსაც პიროკინეზის ნიჭი აქვს, იმ საიდუმლო ორგანიზაციის წევრები, რომელშიც მისი მშობლები ენდი და ვიკი ახალგაზრდობაში მუშაობდნენ, გოგონას გატაცებას გადაწყვეტენ.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში CBS All Access პლატფორმაზე დაიწყება კინგის სხვა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალის  "დაპირისპირების" გამოქვეყნება. მასში მონაწილეობენ ალექსანდერ სკარშგორდი, ჯეიმს მარსდენ, ემბერ ჰერდი და ვუპი გოლდბერგი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system