თავში

"ზებუნებრივის“ მსახიობი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს

"ზებუნებრივის“ მსახიობი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს
ზებუნებრივის“ მსახიობი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს

ამერიკელი მსახიობი ჯარედ პადალეკი, რომელიც Supernatural-ში ერთ-ერთ მთავარ, სემ ვინჩესტერის როლს ასრულებს, კრიმინალური ქრონიკის გმირი გახდა. აშშ-ს შტატ ტეხასის ქალაქ ოსტინში ის ერთ-ერთ ბარში ჩხუბის ფაქტზე დააკავეს.

მსახიობი ბარ Stereotyp-ში მივიდა და ალკოჰოლი მიიღო. პადალეკის ბარმენთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მამაკაცების გაშველება ბარის სტუმრებმა სცადეს, რომლებმაც შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს.

მსახიობი პოლიციამ დააკავა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პადალეკი მათ გაშვების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system