თავში

ზეგანაკვეთური მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით ზრდის - ჯანმო

ზეგანაკვეთური მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით ზრდის - ჯანმო
ზეგანაკვეთური მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით ზრდის - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სამუშაო კვირის 55 ან მეტ საათამდე გაზრდა ინსულტის რისკს 35% -ით, ხოლო გულის იშემიური დაავადებებით სიკვდილის რისკს 17% -ით ზრდის. ამის შესახებ ჯანმო-ს ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, 2016 წელს 398 ათასი ადამიანი ინსულტით, ხოლო 347 ათასი ადამიანი გულის დაავადებით გარდაიცვალა. ისინი კვირაში მინიმუმ 55 საათი მუშაობდნენ. 2000 – დან 2016 წლამდე, გადატვირთული სამუშაო საათების გამო, ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 19% –ით, ხოლო გულის დაავადებებით - 42% –ით გაიზარდა.

ზეგანაკვეთური მუშაობა განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მამაკაცების ჯანმრთელობაზე. სიკვდილიანობის 72%  სწორედ მათზე მოდის. ბოლო პერიდოში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ბევრს მუშაობენ. ისინი დღეს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 9% -ს შეადგენენ.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონაპანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების მუშაობისა და ცხოვრების წესი. სახლიდან მუშაობა ნორმად იქცა. წაიშალა ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის. ადამიანები სახლიდან ხშირად განკუთვნილზე მეტ საათებს მუშაობენ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს წარმოქმნის. ტედროს გებრეისუსი, ავადმყოფობის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, დამსაქმებლებსა და თავად დასაქმებულებს ამ საკითხის გადახედვასა და გარკვეული წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system