თავში

ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ
ზელენსკი და ბაიდენი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და და მისი უკრინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, საუბარში ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს.

ლიდერებმა რუსულ მხარესთან დაგეგმილი მომავალი შეხვედრებიი განიხილეს და დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ჯენ პსაკის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენს გარეშე“.

ჯო ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ შეახსენა და ხაზი გაუსვა ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას დონბასში სიტუაციის დეესკალაციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system