თავში

ზელენსკი NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

​ზელენსკი NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ზელენსკი NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

უკრაინამ დადებითად აღიქვა NATO-ს სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, წევრობის სამოქმედო გეგმა კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.

"ჩვენ NATO-ს წევრებს მადლობას ვუხდით ამ საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც სრულიად დაადასტურა 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილება. ამავდროულად, ახლანდელი სამიტის გადაწყვეტილებაში NATO-სთან ჩვენი დაახლოების შემდგომი ნაბიჯების კონკრეტული ვადების ჩარჩოები არ არის, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან პირობა დადო, რომ უკრაინა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმებს გააგრძელებს, რათა NATO-ს წევრებთან მეტ თავსებადობას მიაღწიოს.

შეგახსენებთ, ბრიუსელის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში უკრაინის მიმართ პირველად იყო გამოყენებული ისეთივე ფორმულირებები, რომლებიც საქართველოს მიმართ 2018 წლიდან ჟღერდება - რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system