თავში

ზელენსკი თავის პარტიას სახელს შეუცვლის

ზელენსკი თავის პარტიას სახელს შეუცვლის
ზელენსკი თავის პარტიას სახელს შეუცვლის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი აპირებს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავის პარტიას "ხალხის მსახურს" სახელი შეუცვალოს. ინფორმაციას Strana.ua ავრცელებს.

მისი ცნობით, ახალი სახელწოდება სახელმწიფოს მეთაურის სახელსაც შეიცავს.

"ზელენსკის სურს, საპარლამენტო არჩევნებისთვის "ხალხის მსახურს" სახელწოდება შეუცვალოს. გავრცელებული ცნობით, პარტიას "ზელენსკის პარტია" დაერქმევა, ან რაიმე მსგავსი სახელწოდება პრეზიდენტის გვარის გამოყენებით. და სწორედ ასეთი ბრენდით წავა ის არჩევნებზე", - წერს გამოცემა.

შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წელს, ხოლო უმაღლეს რადის არჩევნები - 2023 წელს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system