თავში

ზელენსკიმ დეპუტატებს იმუნიტეტი გაუუქმა

ზელენსკიმ დეპუტატებს იმუნიტეტი გაუუქმა
ზელენსკიმ დეპუტატებს იმუნიტეტი გაუუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

კანონი უკრაინის კონსტიტუციის მე-80 მუხლის ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც კანონმდებლების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და პარლამენტის თანხმობის გარეშე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას კრძალავს.

ცვლილებების მიხედვით, უკრაინის პარლამენტის წევრებს ხელშეუხებლობა 2020 წლის პირველი იანვრიდან გაუუქმდებათ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამისი კანონპროექტი 3 სექტემბერს დაამტკიცა. ერთადეთი პარტია, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system