თავში

ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს, ელენას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამბულატორიულ მკურნალობას გადის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური იტყობინება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ COVID-19 ტესტი პრეზიდენტმა და მისმა შვილებმაც ჩააბარეს. მათი პასუხები უარყოფითია.

"უკრაინის პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და მას დაავადების სიმპტომები არ აქვს. ახლა ელენა ზელენსკაია ამბულატორიულ მკურნალობას გადის და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია", - განაცხადეს პრეზიდენტის ოფისში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის პირველი ლედის ინფიცირების წყარო უცნობია. ამჟამად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მისი კონტაქტები შესაბამის უწყებებს გადასცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system