თავში

ჟურნალისტები აღდამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას გაეცნობიან

​ჟურნალისტები აღდამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
ჟურნალისტები აღდამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას გაეცნობიან

ჟურნალისტები აღდამში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის გასაცნობად მიემგზავრებიან.

"ისინი ადგილზე გაეცნობიან ქალაქის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას, რომელიც ოკუპაციის პერიოდში სომეხმა ვანდალებმა დაანგრიეს", - წერს აზერბაიჯანული მედია.

ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები ჯუმას მეჩეთს, პურის მუზეუმს, ადმინისტრაციულ შენობას, ჭადრაკის სახლს, დრამატული თეატრს, ფანაჰალი ხანის სასახლის შენობების კომპლექსს, სოფელ ღიასლის მეჩეთს, შაჰბულაგის ციხესა და
მეჩეთს მოინახულებენ.

მოგზაურობის ორგანიზატორი აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების და აღდგენის სახელმწიფო სამსახურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system