თავში

ჟურნალისტები დიდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან - ბორელი

​ჟურნალისტები დიდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან - ბორელი
ჟურნალისტები დიდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან - ბორელი

ევროკავშირი გააგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვის წინააღმდეგ. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელიმ საგანგებო დეკლარაციაში განაცხადა. დოკუმენტი ევროპის საბჭოს საიტზეა გამოქვეყნებული.

”ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლებას პატივი უნდა სცეს და უნდა დაიცვან ყველგან. ეს ყველას ინტერესშია. ევროკავშირი ხმას აიმაღლებს გამოხატვის, თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვისა და ცენზურის წინააღმდეგ, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს. პრესის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი, რომელიც მხოლოდ მაშინ შეიძლება აყვავდეს, თუ მოქალაქეებს ექნებათ სანდო ინფორმაცია და გააზრებული არჩევანი. პრესის თავისუფლება ნიშნავს უსაფრთხოებას ყველასთვის ”, - ნათქვამია დოკუმენტში

ევროკავშირი გმობს ჟურნალისტებს დევნისა და დაშინების ფაქტებს და ამ კონტექსტში, მედიაწარმომადგენლების საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე, მსოფლიო მასშტაბით, თვალყურის მიდევნებას გეგმავს.

ბორელიმ ყურადღება პანდემიის პერიოდში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც გააკეთა.

ევროკავშირი ციფრული მომსახურების კოდექსის (Digital Services Act) შექმნას გეგმავს, რომლის მიზანი წამყვანი მედიაპლატფორმების პასუხისმგებლობის ამაღლება და უფრო უსაფრთხო და გამჭვირვალე საინფორმაციო სისტემების შექმნაა.

გაერო-ს ინიციატივით 1992 წლიდან 3 მაისი პრესისა და გამოხატვის თავისუფლების დღედ აღინიშნება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system