თავში

ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში Facebook Live-ის ფილტრებით გამოჩნდა - VIDEO

ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში Facebook Live-ის ფილტრებით გამოჩნდა - VIDEO
ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში Facebook Live-ის ფილტრებით გამოჩნდა - VIDEO

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის ტელევიზიის კორესპონდენტს, დიდთოვლობაზე საუბრისას, პირდაპირ ეთერში კურიოზი დაემართა. WLOS ABC 13-ის ჟურნალისტმა ჯასტინ ჰინტონმა, ეთერში ჩართვის წინ, შემთხვევით, Facebook Live-ის ფილტრები ჩართო და ამბის გადმოცემისას მის სახეზე სხვადასხვა ანიმაციური ნიღბები იცვლებოდა.

ემის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც, ეშვილში სეზონის ყველაზე მასშტაბურ დიდთოვლობაზე საუბრობდა და დარწმუნებული იყო, რომ აქტუალურ თემას აშუქებდა,  წარმოდგენა არ ჰქონდა, ეთერში რა ხდებოდა. მომხდარის შესახებ მან მხოლოდ ეთერის დასრულების შემდეგ გაიგო. კურიოზს უკვალოდ არ ჩაუვლია. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთწუთიან ვიდეოს, უმოკლეს დროში, 160000 ნახვა, 2500 რეაქცია და 200 კომენტარი მოჰყვა.

თავად ჟურალისტი შეეცადა, უიღბლო ინციდენტს იუმორით მოკიდებოდა. 

„თუ არ შეგიძლია საკუთარ თავზე გაიცინო, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს სიცილს. ეს ვიდეო მეც გულიანად მაცინებს“, - დაწერა ჰინტონმა Facebook-ში მომხდარის კომენტირებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system