თავში

ზიმბაბვეში დისტანცირების წესების დარღვევისთვის 105,000 პირი დააკავეს

ზიმბაბვეში დისტანცირების წესების დარღვევისთვის 105,000 პირი დააკავეს
ზიმბაბვეში დისტანცირების წესების დარღვევისთვის 105,000 პირი დააკავეს

ზიმბაბვეში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 105,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ათასამდე ადამიანი დააკავეს, რომლებიც ქუჩებში აუცილებლობელი საჭიროების გარეშე გადაადგილდებოდნენ და  პირბადე არ ეკეთათ. 

მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აკრძალვებს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს და აქტივისტებს უსამართლოდ აპატიმრებს. 

31 ივლისს ქვეყანაში პრეზიდენტ ემერსონ მნანგაგვას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system