თავში

ოსკარი 2020-ის გამარჯვებული სამხრეთკორეული "პარაზიტი“ გახდა - VIDEO

ოსკარი 2020-ის გამარჯვებული სამხრეთკორეული "პარაზიტი“ გახდა - VIDEO
ოსკარი 2020-ის გამარჯვებული სამხრეთკორეული პარაზიტი“ გახდა - VIDEO

წლის "ოსკარის" მფლობელი, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული, სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“/ Parasite გახდა. ფილმმა გაიმარჯვა სამ ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი. რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი გვიამბობს სარდაფში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახზე, რომელსაც, მათთვის მოულოდნელად, ცხოვრების გაუმჯობესებისა და არნახული კეთილდღეობის შანსი ეძლევა. რეჟისორი გვიჩვენებს, სარდაფის პარაზიტებიდან ისინი როგორ გადაიქცევიან სასახლის პარაზიტებად.

"ოსკარი" საუკეთესო მთავარი როლისთვის, როგოც მოსალოდნელი იყო მიიღო ჰოაკინ ფენისქსმა გახმაურებული როლისთვის ფილმში „ჯოკერი“/Joker;

ასევე, „ოსკარები“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში:

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“/Judy;

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ბრედ პიტი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“/Marriage Story;

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: „ბაჭია ჯოჯო“/Jojo Rabbit (ტაიკა ვაიტიტი);

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: „სათამაშოების ისტორია 4“/Toy Story 4 (ჯოშ კოლი);

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: „თმის სიყვარული“/Hair Love;

საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური კომპოზიცია: „ჯოკერი“/Joker (ჰილდურ გუდნადოუტირი);

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ვივიენ ბეიკერი, კაზუ ჰირო და ენ მორგანი ფილმისთვის „სექსსიმბოლო“/Bombshell;

ხმის საუკეთესო მონტაჟი: დონალდ სილვესტერი ფილმისთვის „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“/Ford v Ferrari;

საუკეთესო მონტაჟი: „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“/Ford v Ferrari;

ხმის საუკეთესო მიქსი: მარკ ტეილორი და სტიუარტ უილსონი ფილმისთვის „1917“;

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: გრეგ ბატლერი ფილმისთვის „1917“;

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: „1917“

საუკეთესო სიმღერა: I’m Gonna Love Me Again — „როქეთმენი“/Rocketman;

საუკეთესო მხატვრობა: ბარბარა ლინგი და ნენსი ჰაი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: „ამერიკული ქარხანა“/American Factory (სტივენ ბოგნარი, ჯულია რიჩერტი);

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: „სკეიტით სიარულის სწავლა ომის ზონაში“/Learning to Skateboard in a Warzone;

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი: „პატარა ქალები“/Little Women.

ლოს-ანჯელესის „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა წელს 92-ედ გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system