თავში

ზოგიერთი სახელმწიფო, შესაძლოა, გაქრეს

​ზოგიერთი სახელმწიფო, შესაძლოა, გაქრეს
ზოგიერთი სახელმწიფო, შესაძლოა, გაქრეს

კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ, შესაძლოა, წყნარი ოკეანის რამდენიმე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს განადგურება, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქარიშხალი და წყალდიდობა გამოიწვიოს. ასევე ავსტრალიაში ხანძარი რეგულარულ სახეს მიღებს, ჰიმალაებსა და ანდებს შორის დარჩენილი ტროპიკული მყინვარი კი 5 წელიწადში გაქრება. ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზღვისა და ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საშუალო ტემპი მსოფლიოში, ხოლო ზღვის სითბური ტალღები ოდესღაც კაშკაშა მარჯნის რიფებს აუფერულებს და საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო ეკოსისტემებს, რომლებზეც რეგიონის სიცოცხლეა დამოკიდებული.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის აფრთხილებს, რომ თუ გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეს 2°C-ით გადააჭარბებს, არსებობს რისკი, რომ მარჯნის სამკუთხედსა და დიდ ბარიერულ რიფში მარჯნების რიფების 90%-ს, შესაძლოა, სერიოზული დეგრადაცია ემუქრებოდეს.

ოკეანეების ცირკულაციის ხასიათსა და ოკეანის ქიმიურ შემადგენლობას ასევე დათბობა, დეოქსიგენაცია და ოკეანის მჟავიანობა ცვლის, რაც, თავის მხრივ, თევზისა და პლანქტონის მიგრაციაზე ახდენს გავლენას. 1990 წლიდან 2018 წლამდე თევზის მთლიანი წარმოება უკვე შემცირდა 75%-ით ვანუატუში, 23%-ით - ტონგაში და 15%-ით - ახალ კალედონიაში.

გარდა ამისა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტემპერატურის მუდმივი მატებასთან ერთად, შესაძლოა, გაქრეს მყინვარი ჯაიას მთაზე, რომელიც კარსტენსის პირამიდის სახელით არის ცნობილი და პაპუა-ახალ გვინეაში მდებარეობს. ეს ბოლო ტროპიკული მყინვარია, რომელიც ჰიმალაებსა და ანდებს შორის დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system