თავში

ზონდმა BepiColombo მერკურის პირველი ფოტო გადმოსცა

​ზონდმა BepiColombo მერკურის პირველი ფოტო გადმოსცა
ზონდმა BepiColombo მერკურის პირველი ფოტო გადმოსცა
© ​ESA

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ერთობლივი მისიის კოსმოსურმა აპარატმა BepiColombo მერკურის პირველი ფოტოები დედამიწაზე გამოაგზავნა. ინფორმაციას ESA ავრცელებს.

შავ-თეთრი სურათები გაფართოებით 1024х1024 აპარატმა 2418-ის მანძილიდან გადაიღო.

ფოტოებზე ჩანს, რომ ერთი უბანი გაქვავებული ლავითაა დაფარული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ვულკანებმა კალვინო და ლერმონტოვმა ამოაფრქვიეს.

უახლოეს მომავალში მერკურის სხვა სურათებსაც ელოდებიან.

BepiColombo კურუს კოსმოდრომიდან რაკეტა "არიან-5-ის" მეშვეობით 2018 წლის 20 ოქტომბერს გაუშვეს. 7 წელიწადში ის დედამიწას ერთხელ გადაუფრენს, ვენერას - 2-ჯერ და მერკურის - 6-ჯერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system