თავში

ზვიგენები დედამიწის მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის იყენებენ

ზვიგენები დედამიწის მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის იყენებენ
ზვიგენები დედამიწის მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის იყენებენ

ფლორიდელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზვიგენებს აქვთ GPS-ის მსგავსი შიდა ნავიგაციის სისტემა, რომელიც მათ დიდ მანძილებზე მაღალი სიზუსტით გადაადგილებაში ეხმარება. როგორც ირკვევა, ამისთვის ისინი დედამიწის მაგნიტურ ველებს იყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. 

კვლევაში აღწერილია, თუ როგორ ახერხებენ ზვიგენები ოკეანეების გადალახვას და ზუსტად იმ ადგილზე დაბრუნებას, სადაც ისინი იკვებებიან, ჯვარდებიან და მრავლდებიან. 

”ჩვენ უკვე დიდი ხანია ვვარაუდობდით, რომ ზვიგენებს აქვთ მაგნიტური ველის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი ექსპერიმენტებით დადასტურდა. ისინი, მათი სენსორების დახმარებით მაგნიტური ველიდან იღებენ რუკის მაგვარ ინფორმაციას და ამ შესაძლებლობას თავიანთი მდებარეობის დასადგენად იყენებენ", - განაცხადა კვლევის ავტორმა, ბრაიან კელერმა. 

ფლორიდელმა მკვლევარებმა, ექსპერიმენტის დროს, 20 ბრტყელთავა ზვიგენის ოჯახის წარმომადგენელი შეისწავლეს, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ მსგავსი მაგნიტური ველების დამაფიქსირებელი სენსორები ზვიგენების სხვა ოჯახის წარმომადგენლებსაც აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system