თავში

ZyCoV-D - რატომ არის მნიშვნელოვანი პირველი დნმ ვაქცინის გამოჩენა COVID-19-ის წინააღმდეგ

ZyCoV-D - რატომ არის მნიშვნელოვანი პირველი დნმ ვაქცინის გამოჩენა COVI
ZyCoV-D - რატომ არის მნიშვნელოვანი პირველი დნმ ვაქცინის გამოჩენა COVID-19-ის წინააღმდეგ

ინდოეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებული ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც დნმ-ის ჯაჭვის მეშვეობით, Covid-19-საგან იმუნური სისტემის დაცვას უზრუნველყოფს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის SARS-CoV-2-საგან დამცავი პირველი ასეთი ტიპის ვაქცინა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინა ZyCoV-D ვაქცინა ინექციის გარეშე სპეციალური მოწყობილობით შეიყვანება ადამიანის კანში, მაღალი წნევის ზემოქმედებით. 

კლინიკური კვლევების თანახმად რომელშიც 28 000 ცდის პირი მონაწილეობდა აღნიშნული ვაქცინა 67%-ით იცავს სიმპტომური COVID-19-ით დაინფიცირებისგან. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტურობა არც ისე შთამბეჭდავია არსებულ ვაქცინებთან შედარებით, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მისი გამოცდა და შექმნა მოხდა დელტა შტამის წინააღმდეგ, ხოლო დანარჩენი ვაქცინები შექმნილია ვუჰანური შტამის დომინირების დროს. 

კვლევამ აჩვენა, რომ დნმ ტიპის ვაქცინა მუშაობს და შესაძლოა კარგი იარაღი აღმოჩნდეს პანდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვირუსოლოგთა ნაწილის თქმით, დნმ ვაქცინები შესაძლოა გახდეს ვაქცინაციის მომავალი, რადგან მათი მასობრივი წარმოება ბევრად მარტივია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system