თავში

10 წლის ბავშვს მანქანა გაუჩერა, სახლში უნდა წაგიყვანოო - სავარაუდო ძალადობის მცდელობის ფაქტი თბილისში

10 წლის ბავშვს მანქანა გაუჩერა, სახლში უნდა წაგიყვანოო - სავარ
10 წლის ბავშვს მანქანა გაუჩერა, სახლში უნდა წაგიყვანოო - სავარაუდო ძალადობის მცდელობის ფაქტი თბილისში

სავარაუდო ძალადობის მცდელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ახალგაზრდა ქალმა დაწერა, რომ მის 10 წლის გოგონას უცნობმა პირებმა მანქანა გაუჩერეს და სახლში წაყვანა შესთავაზეს. 

"არ ვიცი როგორ დავწერო და აზრებს თავი მოვუყარო, დღეს დილით ჩემს ათი წლის გოგონას გაუჩერეს მანქანა და სახლში წასვლა შესთავაზეს, უცნობმა კაცმა ჩემს გოგონას უთხრა, მამაშენის ძმაკაცი ვარ და სახლში მე უნდა წაგიყვანო, თან გაჩერებაზე რაღაც მინდა მოგცეო. ბავშვი ისტერიულად დაშინდა, გაიაზრა, რომ არ უნდა ჩამჯდარიყო უცხო მანქანაში. გოგონებო, მშობლებო ფრთხილად იყავით. ისევ დაძრწიან არაადამიანები. დღეს, თუ ჩემი შვილი შეაშინეს, ხვალ სხვისი იქნება. გთხოვთ ყველას, დაარიგეთ თქვენი შვილები", - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში. 

ბავშვის დედა პოლიციამ უკვე გამოკითხა, მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system