თავში

"20-მდე ჭრილობა მიაყენა...სისხლში ამოსვრილი ქალი ოთახიდან გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა "- სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები

- სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები
20-მდე ჭრილობა მიაყენა...სისხლში ამოსვრილი ქალი ოთახიდან გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა - სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები

ნაძალადევის რაიონში, ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კაცი, რომელმაც ქალს სავარაუდოდ 20 ჭრილობა მიაყენა, დავით დავლიძეა.  

როგორც ირკვევა, ქალს ნაძალადევის რაიონში ოთახი ჰქონდა ნაქირავები, შემთხვევა სწორედ აღნიშნულ სახლში მოხდა. ქალთან მისი ძველი ნაცნობი, დავით დავლიძე მივიდა, სავარაუდოდ, კონფლიქტის ნიადაგზე 36 წლის დვალიძემ ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრილი ქალი ოთახიდან თავად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"გოგონა წაიყვანეს გონებადაკარგული. ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, გადაიყვანეს საავადმყოფოში. დასვრილი იყო სისხლში,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

პოლიციამ 36 წლის დავით დავლიძე უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system