თავში

აბაშაში 25 წლის ბიჭს დანით და ბასრი საგნებით გაუსწორდნენ

აბაშაში 25 წლის ბიჭს დანით და ბასრი საგნებით გაუსწორდნენ
აბაშაში 25 წლის ბიჭს დანით და ბასრი საგნებით გაუსწორდნენ

აბაშაშის რაიონის სოფელ ქოლობანში 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება სუფრასთან დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ჯემალ მიქელაძე ჯერ სოფლის ცენტრში დაიბარეს, შემდეგ კი დაახლოებით 5-მდე შეიარაღებული პირი დანებითა და კუსტარულად დამზადებული ბასრი საგნებით, თავს დაესხა და მძიმე ჭრილობები მიაყენა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system