თავში

ანა სუბელიანის ინფორმაციით, Tbilisi Pride-ის დირექტორი გიორგი თაბაგარი დააკავეს - განახლებულია

ანა სუბელიანის ინფორმაციით, Tbilisi Pride-ის დირექტორი გიორგი თაბაგარი დააკავეს - განახლებულია
ანა სუბელიანის ინფორმაციით, Tbilisi Pride-ის დირექტორი გიორგი თაბაგარი დააკავეს - განახლებულია

Tbilisi pride-ის წევრი, ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ Tbilisi pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფიკიდევ რამდენიმე პირი პოლიციამ დააკავა.

"გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება!!!". - წერს ანა სუბელიანი.

თვითხმილველების ინფორმაციით, თაბაგარი და რამდენიმე პირი პოლიციამ SUCCESS ბართან დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, 23:00 საათის შემდეგაც ღია იყო.

report.ge ინფორმაციის გადამოწმებას და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მიზეზის დადგენას შსს-ში ცდილობს.

განახლება:  „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციამ გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system