თავში

დააკავეს პირი, რომელმაც სოციალურად დაუცველს 3900 დოლარი გამოართვა - PHOTO

დააკავეს პირი, რომელმაც სოციალურად დაუცველს 3900 დოლარი გამოართვა - PHOTO
დააკავეს პირი, რომელმაც სოციალურად დაუცველს 3900 დოლარი გამოართვა - PHOTO

მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება", - აცხადებენ უწყებაში.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილითმიმდინარეობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით  6-დან 9 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system