თავში

ბანკის სახელით ხორციელდება თაღლითური ზარები - TBC მომხმარებლებს აფრთხილებს

ბანკის სახელით ხორციელდება თაღლითური ზარები - TBC მომხმარებლებს აფრთხილებს
ბანკის სახელით ხორციელდება თაღლითური ზარები - TBC მომხმარებლებს აფრთხილებს

TBC ბანკი მომხმარებლებს შეტყობინებას უგზავნის და თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. 

კერძოდ, როგორც კომპანიის შეტყობინებებშია აღნიშნული, თაღლითობის მიზნით, რუსულ ენაზე მომხმარებლებთან ხორციელდება სატელეფონო ზარები. 

TBC მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გადასცენ პერსონალური მონაცემები და საეჭვო ფაქტის დაფიქსირებსითანავე შეტყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს. 

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბანკის სახელით ხორციელდება თაღლითური ზარები რუსულ ენაზე, ზოგ შემთხვევაში ბანკის მსგავსი ნომრიდან. ასეთ დროს არ გადასცეთ თქვენი პერსონალური საბანკო ინფორმაცია თაღლითებს. ფაქტის დადგომისთანავე აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს და დაგვიკავშირდით TBC-ს ოფიციალურ არხებში" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system