თავში

ბარსელონაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ბარსელონაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
ბარსელონაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ რუსეთის მიერ ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე დააკავა, რომელიც 2020 წელს რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სასამართლოდან გაიქცა.

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ბარსელონის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყანაში შეღწევას ყალბი უკრაინული პასპორტით ცდილობდა. 

ესპანეთის პოლიციის ინფორამაციით, გამოძიებაში ჩართული იყვნენ ქართველი სამართალდამცველებიც.

2020 წლის 16 დეკემბერს ლევან აბულაძე, იგივე ლევან სუხუმსკი, ვლადიმირის სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განსასაზღრად მიიყვანეს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ნარკოტიკის შენახვისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის, ასევე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იყო ბრალდებული. მას 15 წლიანი სასჯელი ელოდა.

ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე მას სასამართლოში მოხსნეს ხელბორკილები, ტუალეტში გასვლის შემდეგ კი მიიმალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system