თავში

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
ბათუმში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართელდამცველებმა ბათუმში ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი. 

1991 წელს დაბადებული ზ.კ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system